კომაროველები, MIT-ისსტუდენტები - გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე
- 18 მარტი, 2016
კომაროვის სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული, დიმიტრი ცხოვრებაძე, მსოფლიოს ტოპ ხუთეულის წევრის, MIT -ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), სტუდენტია.
პირველი კომაროველი, რომელიც MIT-ის სტუდენტი გახდა, არის გიორგი ცხადაძე, იგი 2015 წლიდან სრული დაფინანსებით სწავლობს ამ უნივერსიტეტში.
დიმიტრიმ 2015 წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად განაცხადი გაგზავნა 5 უნივერსიტეტში - MIT-ში, Stanford-ში, Harvard-ში,Yale-ში, Georgia Institute of Technology-ში.
MIT-ისა და Georgia Institute of Technology-სგან მიიღო დადებითი პასუხი სრული დაფინასების პირობით.
თვის ბოლომდე იგი ელოდება პასუხს Harvard-ის, Stanford-ისა და Yale-ის უნივერსიტეტებიდან.
თუმცა, როგორც დიმიტრიმ გვითხრა, მან უკვე გადაწყვიტა, სწავლა განაგრძოს MIT-ში.
კომაროვის სკოლა ულოცავს გიორგისა და დიმიტრის და უსურვებს მათ დიდწარმატებებს სწავლის მომდევნოსაფეხურზე!